ილიაუნი ფუტსალის ლიგის თასის პირველი ნახევარფინალისტია!

ყველა სიახლე
19 აპრილი 2019


 ილიაუნი ლიგის თასის ნახევარფინალში ითამაშებს. ფუტსალის  თასის ¼ ფინალური ეტაპის  დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ილიაუნი, კავკასიის  საერთაშორისო  უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და  4:1 გაიმარჯვა. შეხვედრაში დუბლით ნიკოლოზ გვაზავა გამოირჩა, კსუ-ს რიგებიდან ერთადერთი გატანილი გოლი ლუკა ფარცვანიას ანგარიშზეა.  ნახევარფინალში ილიაუნის მეტოქე მართვესა და  თსუ-ს შორის გამარჯვებული იქნება. 

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარს.

ნიკოლოზ გვაზავა, ილიაუნი: „დაძაბული შეხვედრა გამოვიდა,  ძალიან  კარგი თამაში  იხილა გულშემატკივარმა  დარბაზში  ნადვილი საფეხბურთო  გარემო  იყო შექმნილი, დამაჯერებლად  მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება, თუმცა  რთული მატჩი გამოვიდა.  ფუტსალის ლიგაში  დებიუტანტი გუნდი ვართ და  ძალიან  კარგია, რომ  ლიგის  თასის ნახევარფინალში  ვითამაშებთ.  ჩვენი  მეტოქე შემდეგ  ეტაპზე  უმაღლესი  ლიგის  გუნდი იქნება,  მართვესა და  თსუ-ს  შორის გამარჯვებული. შევაფასებთ  მეტოქეს  და  იმედი მაქვს  რომ სასურველ შედეგს  მივაღწევთ.“

ფუტსალის თასის ¼ ფინალური ეტაპის დღის  სხვა  შეხვედრებში  თსუ - მართვეს ხვდება. თსუ2 პსპ-ს, დღის  ცენტრალურ  მატჩში  კი Tmc  თბილისი თელასს გაეჯიბრება.

 

  © SBM, 2016-2024