თსუ-მ მეოთხედფინალის საგზური იოლად მოიპოვა!

ყველა სიახლე
12 აპრილი 2019


ფუტსალის ლიგის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს უმაღლესი ლიგის გუნდები თსუ და ივერია 2017 დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო „სტუდენტებმა“ მეტოქეს დიდი ანგარიშით  სძლიეს. მატჩი 9:2 დასრულდა. თსუ-ს რიგებიდან ოთხი გატანილი გოლით გიორგი ჭოხონელიძე გამოირჩა.

მეოთხედფინალში თსუ-ს მეტოქე ქუთასის მართვე იქნება. მატჩი 19 აპრილს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ჭოხონელიძე, თსუ: „ასეთი ანგარიშით მოგებას არ ველოდით, მაგრამ ყველაფერი გამოგვივიდა და შედეგიც მივიღეთ. მეოთხედფინალში ქუთაისის მართვეს ვხვდებით. ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან ამ გუნდთან ჯერ მოგება არ გვაქვს. თასის გათამაშებაში ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და ამისთვის ვიბრძოლებთ.“

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ერთმანეთს ფუტსალის ლიგისა და ლიგა 2-ს გუნდები შეხვდებიან. თბილისისა და პსპ-ს დაპირისპირებას მაყურებელი 21:00 საათზე იხილავს.

  © SBM, 2016-2024