ფუტსალის ლიგის თასი "საუნივერსიტეტო დერბით" დაიწყო!

ყველა სიახლე
12 აპრილი 2019


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი ფუტსალის ლიგის თასმა აიღო. სადებიუტო შეხვედრაში ერთმანეთს ილიაუნი და საქართველოს უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. მატჩის საწყისი წუთებიდან ილიაუნიმ დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე საბოლოოდ 11:1 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით და სამი საგოლე გადაცემით გიორგი კურტანიძე გამოირჩა. ორ-ორი ბურთია ლაშა კურტანიძის, გიორგი ახლანძისა და ირაკლი ლატარიას ანგარიშზე.

19 აპრილს ილიაუნი მეოთხედფინალურ დაპირისპირებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გამართავს.

Sbm.ge  გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ახლანძე, ილიაუნი: „პროფესიონალურ ლიგაში დებიუტანტი გუნდი ვართ და ჩვენთვის მისასალმებელია თასის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება. ასპარეზობა UG-სთან შეხვედრით დავიწყეთ. საკმაოდ კარგი მეტოქეა, თუმცა დიდი ანგარიშით ვძლიეთ. შემდეგ ეტაპზე კსუ-ს ვხვდებით. გამოცდილებიდან ვიცით, რომ რთული დაპირისპირება გველის. წარმატების მისაღწევად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

დღეს გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის სხვა მატჩებიც. ამ წუთებში თსუ ივერია 2017-ს უპირისპირდება. ცენტრალურ შეხვედრაში კი თბილისი პსპ-ს გაეჯიბრება.

  © SBM, 2016-2024