ფუტსალის ლიგა | როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეი-ოფში?!

ყველა სიახლე
04 აპრილი 2019


ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის პფლეი-ოფში გამსვლელი ყველა გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. საუკეთესო ოთხეულში TMC თბილისი, თელასი, თსუ და ქუთაისის მართვე მოხვდნენ.  5 აპრილს, თბილისის ოლიმპიური სასახლე რეგუალარული სეზონის დასკვნით შეხვედრას უმასპინძლებს, რომელშიც ერთმანეთს თელასი და თსუ დაუპირისპირდებიან. ამ მატჩის შემდეგ, გუნდები სატურნირო ცხრილში საბოლოო პოზიციებზე განაწილდებიან და ნახევარფინალებისთვის დაწყვილდებიან.

21:00 საათი / თსუ VS თელასი

„უნივერსიტეტელებს“ 25 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებენ. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს შეხვედრა, მათ პოზიციის გაუმჯობესების პერსპექტივა არ აქვთ, რადგან საკმაოდ დიდი სხვაობით ჩამორჩებიან თელასს. რაც შეეხება „ენერგეტიკოსებს“ - მათ აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებათ, რათა TMC თბილისს გადაასწრონ და რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულონ. გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება თელასის სასარგებლოდ 7:1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში სამი გატანილი გოლით შოთა თოფურია გამოირჩა. თუკი თელასი მოახერხებს კვლავ სამი ქულის მოპოვებას, მაშინ პლეი-ოფში მათი მეტოქე ქუთაისის მართვე, ხოლო „მედიკოსების“ თსუ იქნება. 

გულშემატკივრებს რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩის ხილვა სილკ HD 1-ზე შეეძლებათ. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასწრება თავისუფალია!

  © SBM, 2016-2024