ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები უნგრეთსა და თურქეთს დაუპირისპირდა!

ყველა სიახლე
26 მარტი 2019


თბილისის ოლიმპიური სასახლე 24 მარტიდან ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებთა მეინ-რაუნდის შეხვედრებს მასპინძლობს. პირველი ტურის შეხვედრა საქართველომ უნგრეთის წინააღმდეგ გამართა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უნგრეთის გამარჯვებით 5:2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლები გეგა კოშაძემ და დაჩი ჩადუნელმა გაიტანეს.

ევრო 2019-ის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთის 19-წლამდე ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

25 მარტს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, მეორე შეხვედრა გამართა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ამჯერად თურქეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. ჩვენი მეტოქის უპირატესობა ორბურთიანი იყო, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება პირველ ტაიმში მოახერხეს. საბოლოოდ, მატჩის ბედი 34-ე წუთზე გადაწყდა, დვალიშვილის კარი აჯარმა აიღო და საკუთარ გუნდს პირველი სამი ქულა მოუტანა.

მეხუთე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს ესპანეთი და უნგრეთი დაუპირისპირდნენ. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ორი ტურის შემდეგ მოპოვებული 6 ქულით, ჯგუფს სწორედ ესპანეთის 19-წლამდე ნაკრები ლიდერობს.

მეინ-რაუნდის მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები 27 მარტს 19:00 საათზე, თბილსის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება. ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი, თურქეთი უნგრეთს შეხვედება.

შეგახსენებთ, რომ ოთხგუნდიანი ჯგუფიდან კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის უფლებას ერთი გუნდი მოიპოვებს.

 

საქართველო 2:5 უნგრეთი

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: დვალიშვილი, ხარატიშვილი, კოშაძე, ბექაური, ღავთაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, მოგელაძე, ნადარეიშვილი, კუხიანიძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, ზუნტუროვი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

უნგრეთი: დოჰანი, იუჰასი, შოლტისი, ო. ფეკეტე, ტამა

სათადარიგო შემადგენლობა: გიორფი, რონაშეკი, სიპოსი, ნაგი, ტოტი, მ. ფეკეტე, გერენცსერი

მთავარი მწვრთნელი: ტამაშ ფრანკი

მსაჯები: ნიკოლა მანცონე (იტალია), ფილიპ ნესნერა (ჩეხეთი), მანტას პომეცკისი (ლიეტუვა)

გაფრთხილება: 12:28’ ო. ფეკეტე, 14:01’ რონაშეკი, 17:47’, 24:04’ იუჰასი, 29:43’ ღავთაძე

გაძევება: 24:04' იუჰასი

გოლები: 0:1 ტამა (02:38), 1:1 კოშაძე (24:47), 1:2 ფეკეტე (25:00), 2:2 დ. ჩადუნელი (28:34), 2:3 შოლტისი (35:13), 2:4 ფეკეტე (37:32), 2:5 შოლტისი (37:18)

 

საქართველო 2:3 თურქეთი

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: დვალიშვილი, ხარატიშვილი, კოშაძე, ბექაური, ღავთაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ნადარეიშვილი, კუხიანიძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, ზუნტუროვი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

თურქეთი: ჩინარი, აიგუნი, შენი, დირაგა, ბალჯი

სათადარიგო შემადგენლობა: ტაში, შენოჯაკი, ერგული, ალტინდიში, ჩოლაკი, აჯარი, ოზკანი

მთავარი მწვრთნელი: მურატ კაია

მსაჯები: მანტას პომეცკისი (ლიეტუვა), ნიკოლა მანცონე (იტალია), ალეშ მოცნიკ პერიჩი (სლოვენია)

გაფრთხილება: 08:45’ დირაგა, 13:05’ ნადარეიშვილი, 14:06’ ბალჯი, 38:51’ გ. ჩადუნელი

გოლები: 0:1 შენი (00:15), 0:2 დირაგა (08:20), 1:2 შენოჯაკი (13:45), 2:2 ღავთაძე (18:44), 2:3 აჯარი (33:20)

სფფ

  © SBM, 2016-2024