ფუტსალის ლიგა | აუტსაიდერთა დაპირისპირებაში თბილისმა იმარჯვა!

ყველა სიახლე
22 მარტი 2019


ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. რეგულარული სეზონის ბოლო ტურმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო. ერთმანეთს აუტსაიდერები, თბილისი და ივერია 2017 დაუპირისპირდნენ. ანგარიშის გახსნა მეთვრამეტე წუთზე ლაშა ნამორიძემ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით მოახერხა. მეორე ტაიმში თბილისმა ჯერ წონასწორობის აღდგენა, შემდეგ კი წინ გასვლა შეძლო. ივერია 2017-მა დარჩენილ დროში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ „ქალაქელებმა“ უპირატესობა დაიბრუნეს და მატჩი საბოლოოდ 4:3 დასრულდა. თბილისის რიგებიდან დუბლი გიგი მამალაძემ გაიფორმა. ორივე გუნდი მიმდინარე ჩემპიონატს გამოეთიშა - ივერიამ სეზონი ბოლო, ხოლო თბილისმა მეშვიდე ადგილზე დაამთავრა.

მეთოთხმეტე ტურის მეორე შეხვედრაში TMC თბილისი თსუ-ს დაუპირისპირდება. ცენტრალური შეხვედრა 24 მარტს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც ქუთაისის მართვე ბსუ-ს მეოთხე ადგილისთვის გაეჯიბრება. 

  © SBM, 2016-2024