ფუტსალის ლიგა | მეათე ტურის პრევიუ!
ყველა სიახლე18 თებერვალს თელასსა და TMC თბილის შორის გამართული მატჩის შემდეგ გუნდებმა სატურნირო ცხრილში ადგილები გაცვალეს და „ენერგეტიკოსებმა“ 24 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. მესამე ადგილს თსუ სტაბილურად ინარჩუნებს. რაც შეეხება პლეი-ოფში გასასვლელ ბოლო ბილეთს, მისთვის ბრძოლას დარჩენილი გუნდები აგრძელებენ. ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონი X ტურით 22-23 თებერვალს თბილისსა და ქუთაისში შემდეგი მატჩებით გაგრძელდება:
22 თებრვალი / 21:00 საათი / თბილისის ოლიმპიური სასახლე / თელასი VS თბილისი
სატურნირო ცხრილის ლიდერსა და აუტსაიდერს შორის დაპირისპირება ერთხელ უკვე შედგა. პირველი წრის მესამე ტურის შეხვედრაში „ენერგეტიკოსებმა“ კომფორტული უპირატესობისთ 4-1 იმარჯვეს. თელასის ფეხბურთელ გიორგი სოზაშვილს დისკვალიფიკაციის პერიოდი თბილისთან მატჩის შემდგომ ამოეწურება, შესაბამისად იგი ამ შევედრაში გუნდს ვერ დაეხმარება.
23 თებერვალი / 16:00 საათი / ქუთაისის სპორტის სასახლე / ბსუ VS ივერია 2017
გუნდებს ერთმანეთთან ჯერ არ უთამაშიათ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩატარებული ცხრა თამაშიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული, ერთი ფრედ დაასრულა, დანარჩენ ექვსში კი დამარცხდა. სატურნირო ცხრილში მას ივერია 2017 ორი ქულით უსწრებს და მეექვსე ადგილს იკავებს.
23 თებრვალი / 18:00 საათი / ქუთაისის სპორტის სასახლე / მართვე VS TMC თბილისი
მესამე ტურში გამარულ დაპირისპირებაში TMC თბილისმა სტუმრად ჩამოსული ქუთაისის მართვე დიდი სხვაობით 6:0 დაამარცხა. მატჩში თავი ოთხი გატანილი გოლით ვახტანგ ჯავარაშვილმა გამოიჩინა. 23 თებრვალს თორნიკე ბუკია გუნდს ისევ ვერ დაეხმარება. როგორც „მედიკოსების“ მწვრთნელმა, ალექსანდრე ძაბირაძემ თელასთან წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, მისი დაბრუნება ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსზე იქნება დამოკიდებული. აღნიშნული კურსი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ქუთაისის მართვემ მეცხრე ტურში თსუ-სთან გამართული შეხვედრით ყველა გააოცა 4:3 იმარჯვა და სახლში სამი ქულით დაბრუნდა. „იმერლებს“ მეოთხე ადგილზე გასვლის ყველაზე რეალური შანსი აქვთ და მათთვის ფრე იდეალური შედეგი იქნება.
X ტურის ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა გულშემატკივარს sbm.ge-ზე შეეძლება. თბილისსა და ქუთაისში თამაშებზე დასწრება თავისუფალია!