ფუტსალის ლიგა | მართვემ თსუ სტუმრად დაამარცხა!

ყველა სიახლე
14 თებერვალი 2019


ფუტსალის ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თსუ-მ ქუთაისის მართვეს უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად 4:3 დამარხცდა. მატჩი დრამატული და სანახაობრივი გამოდგა. „უნივერსიტეტელები“ ორჯერ გავიდნენ წინ, მაგრამ „იმერლებმა“ ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ მოახერხეს. ოცდამეჩვიდმეტე წუთისთვის კი ორი ბურთით გალიდერდნენ. ერთადერთი რაც "სტუდენტებმა" შეძლეს ანგარიშის მინიმუმამდე შემცირებაა. "ქუთათურთა" რიგებში გოლით და ორი საგოლე გადაცემით ოთარ ბერეჩიკიძე გამოირჩა.  დუბლი შეასრულა თემურ ტყეშელაშვილმა, ხოლო ერთი გოლი თამაზ გოგსაძის ანგარიშზეა. თსუ-ს მხრიდან სამივე გოლი ლევან კობაიძემ გაიტანა. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ქუთაისში გამართული ამ გუნდების დაპირისპირება ფრედ 4-4 დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ბობოხიძე, თსუ: „პირველ რიგში, მივულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. ორი თამაშიდან ერთი ფრედ დავასრულეთ ქუთაისში და მეორე დღეს წავაგეთ. ეს მეტყველებს მოწინააღმდეგის უპირატესობაზე. რაც შეეხება ჩვენს წარუმატებლობას, დიდწილად ჩემი ბრალია. მეტოქე სწორად შევაფასეთ, თუმცა ქულის აღება წინა თამაშიდანაც გაგვიჭირდა - ბოლო წამებზე დავიწყეთ ხუთით შეტევა და ამან მაშინ შედეგი გამოიღო. აქ უკვე აღარ გვაპატიეს შეცდომები. ბევრი გამოუყენებელი შანსი გვქონდა. მართვეს ყოველთვის ბევრი გოლი გააქვს და ვიცოდით, რომ არც ეს შეხვედრა იქნებოდა გამონაკლისი. მაქსიმალურად ვეცდებით შემდეგი თამაშისთვის გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები და გავიდეთ პლეი-ოფში.“

ოთარ ბერეჩიკიძე, მართვე (ქუთაისი): „მთელი ეს პერიოდი ვვარჯიშობდით და ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. განხილული გვქონდა თსუ-ს ტაქტიკები და შესაბამისად ვეთამაშეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენი შრომა მოედანზე გამოჩენილიყო. ჩვენი გამარჯვების მთავარი მიზეზი ალბათ მეტი მონდომება იყო. მიხარია, რომ ძველ გუნდს დავუბრუნდი. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კი მაქსიმუმს გავაკეთებთ.“

განვლილი სათამაშო დღის შემდეგ TMC თბილისმა სატურნირო ცხრილში ლიდერობა შეინარჩუნა. მომდევნო ტურის შეხვედრები 22-23 თებერვალს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

  © SBM, 2016-2024