ფუტსალის ლიგა | თელასმა ბსუ-ს მარტივად მოუგო!

ყველა სიახლე
14 თებერვალი 2019


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018-19 წ.წ. სეზონის მეცხრე ტური მიმდინარეობს. სასტარტო შეხვედრაში ერთმანეთს თელასი და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუპირისპირდა.  “ენერგეტიკოსებმა“ დამაჯერებელი ანგარიშით 6:1 იმარჯვეს. მატჩში თავი ჰეთრიკით ამირან ცხომარიამ გამოიჩინა. ბსუ-ს მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი ნიკოლოზ მოისწრაფიშვილი გახდა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გოჩა გაბუნია, ბსუ:„თელასის მსგავსი გუნდების უპირატესობა არის ის, რომ დაშვებულ შეცდომებს არ გპატიობენ. ჩვენ გვქონდა გარკვეული ხარვეზები შეტევაში და შესაბამისად მათ ყველეაფერი სათავისოდ კარგად გამოიყენეს. რაც შეეხება ჩვენს შეცდომებს, ბევრი გვაქვს სამუშაო და მომდევნო შეხვედრისთვის უკეთ მოვემზადებით. ხუთით შეტევის კომბინაცია, რომელსაც მეორე ტაიმში მივმართეთ, დამუშავებული  გვქონდა, თუმა მოწინააღმდეგე როგორც იცით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და სივრცეებს არ გვიტოვებდნენ.“

ამირან ცხომარია, თელასი:„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მოხარული ვარ იმ გუნდში დაბრუნებით, სადაც წლების განმავლობაში ვთამაშობდი. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, ვიცოდით, რომ ბსუ კარგი და მოტივირებული გუნდია. შემადგენლობაში გარკვეული დანაკლისი გვქონდა, მაგრამ ვიბრძოლეთ და სამი ქულის მოპოვებაც შევძელით. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს უმაღლეს მიზანს მივაღწიოთ.“

ამ წუთებში ერთმანეთს თბილისი და TMC თბილისი უპირისპირდებიან.  დღის ცენტალურ მატჩში კი თსუ მართვეს შეხვდება.

  © SBM, 2016-2024