ფუტსალის ლიგა | TMC თბილისმა ცხრილში პირველობა დაიბრუნა!

ყველა სიახლე
08 თებერვალი 2019


ფუტსალის ლიგის 2018-19 წ.წ. სეზონის მერვე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი თელასი TMC თბილისს დაუპირისპირდა. დაძაბულ და საინტრესო მატჩში „მედიკოსებმა“ მეტოქეს 3:1 სძლიეს. გამარჯვებული გუნდიდან  ჰეთრიკით თავი ვახტანგ კეკელიამ გამოიჩინა. ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი კი ნუკრი ჭუმბურიძე გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

შოთა თოფურია, თელასი: „პირველ რიგში, მიდნა მეტოქეს დამსახურებული გამარჯვება მივულოცო. დაძაბული მატჩი იყო. ჩემი მხრიდან მსაჯებზე საუბარი არასწორი იქნება. არამგონია ვინმეს გადაწყვეტილება განზრახ მიეღო. სათამაშო ეპიზოდი იყო და კარგად ვერც დავინახე რა მოხდა, ამიტომ ვერ ვიტყვი სწორი იყო თუ არა ჩვენი მოთამაშის გაგდება. მსაჯების სასაყვადურო არაფერი მაქვს. ჩვენს სასიკეთოდაც დაიდო პენალტი. საწყენია, რომ პირველივე წუთებზე ორი მოთამაშე გაგვიგდეს. ამანაც იმოქმედა შედეგზე. ვეცდებით, შემდეგი თამაში მოვიგოთ და პლეი-ოფამში პირველი ადგილით გავიდეთ.“

ვახტანგ კეკელია, TMC თბილისი: „მინდა ჩემს გუნდს მივულოცო გამარჯვება და მოწინააღმდეგე გუნდს კარგი თამაშისთვის მადლობა გადავუხადო. მართლა დაძაბული მატჩი იყო და ალბათ მაყურებელმაც ისიამოვნა სანახაობით. რაც შეეხება მსაჯის ინციდენტს, მე პირადად არ ვეთანხმები, მაგრამ სწორი და არასწორი გადაწყვეტილებები თამაშის ნაწილია. მსაჯებიც ისევე უშვებენ ხოლმე შეცდომებს, როგორც ფეხბურთელები.“

მერვე ტური 9 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდება, სადაც ქუთაისის მართვე ივერია 2017-ს უმასპინძლებს.

  © SBM, 2016-2024