ფუტსალის ლიგა | თსუ-მ მეორე წრე გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
08 თებერვალი 2019


სანაკრებო პაუზის შემდეგ ფუტსალის ლიგის 2018-19 წ.წ. სეზონი მეორე წრის შეხვედრებით განახლდა. მერვე ტურმა სტარტი თსუ-სა და თბილისის დაპირისპირებით აიღო.  მატჩი "უნივერსიტეტელების" უპირატესობით 2:1 დასრულდა. დუბლით თავი ლაშა სიგუნავამ გამოიჩინა. ერთი ბურთის გაქვითვა კი გიგი მამალაძემ შეძლო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შედგომ კომენტარებს:

ბექა ონიანი, თბილისი:„პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო ფუტსლის ლიგის მეორე წრის დაწყება. მონატრებული გვქონდა თამაში. მოწინააღმდეგე გუნდის რიგებში ოთხი წელი ვითამაშე და შიდა სამზარეულოშიც კარგად ვერკვევი. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ვულოცავ გამარჯვებას. საწყენია, რომ წავაგეთ პირველივე თამაში. თანაბარი მატჩი იყო. ცოტა გმოცდილება დაგვაკლდა. ახალი გუნდი ვართ და დრო გვჭირდება შესათამაშებლად. ზუსტად ვიცი, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ და ამას შემდეგი თამაშებიც გვიჩვენებს. მთლიანად ფუტსალის ლიგას მინდა წარმატებები ვუსურვო.“

ილია რეხვიაშვილი, თსუ: „ვულოცავ ყველას მეორე წრის დაწყებას. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ჩვენი მიზანი პლეი-ოფში თამაშია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება მატჩს, უპირატესობას ჩვენ ვფლობდით. ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა თამაში. თსუ ძალიან  ძლიერი გუნდია და ჩემპიონობის დიდი შანსი აქვს. გუნდში ახალი ვარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც ოჯახში. აქამდეც ვიცნობდი ბიჭებს და მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, რომ დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.“

სათამაშო დღის ბოლოს ტურის ცენტრალურ მატჩში გათამაშების ლიდერი თელასი TMC თბილისს დაუპირისპირდება.

  © SBM, 2016-2024