ფუტსალის ლიგა 2 | "სტუდენტური დერბი" ილიაუნის გამარჯვებით დასრულდა!

ყველა სიახლე
28 დეკემბერი 2018


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს IV ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ილიაუნი დაუპირისპირდნენ. „სტუდენტური დერბი“ ილიაუნის გამარჯვებით 7:0 დასრულდა. შეხვედრაში პაატა ლეჟავამ შეძლო დუბლის გაფორმება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

პაატა ლეჟავა, ილიაუნი: „პირველ რიგში, მადლობა ბიჭებს, თამაშში მთელი ენრგია ჩადეს. მოვინდომეთ, ვიბძოლეთ და გავიმარჯვეთ კიდეც. ანგარიშიდან გამომდინარე ჩანს, რომ თითქოს მარტივი შეხვედრა იყო, მაგრამ კავკასია ძალიან კარგი გუნდია. წინ კიდევ ბევრი ტურია დარჩენილი, ჯერ ახლა დაიწყო სეზონი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო წლის ბოლოს ამ გამარჯვების მოპოვება. ოთხ თამაშში 7 ქულა გვაქვს და მომავალ შეხვედრებში კიდევ უფრო მოვინდომებთ. მოწინააღმდეგე გუნდსაც წარმატებებს ვუსურვებ.“

ტურის სხვა შეხვედრებში საქართველოს უნივერისტეტი თსუ 2-ს დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა. პსპ-მ კი თელავს 6:1 სძლია. სატურნირო ცხრილს თსუ 2 ლიდერობს.

  © SBM, 2016-2024