ფუტსალის ლიგა | თელასმა უშუალო კონკურენტს იოლად სძლია!

ყველა სიახლე
25 დეკემბერი 2018


თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის VI ტურის ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთს თელასი და თსუ დაუპირისპირდა.  სანახაობრივი შეხვედრა "ენერგეტიკოსების" გამარჯვებით 7:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით თავი შოთა თოფურიამ გამოიჩინა. ამ შედეგით კი გუნდმა სატურნირო ცხრილის სათავეში გადაინაცვლა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

შოთა თოფურია, თელასი: „ძალიან საინტერესო მატჩი გამოვიდა. პირველ რიგში, მეტოქეზე ვიტყვი, რომ დებიუტანტი გუნდია და საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა. ამ შეხვედრამდე არც ერთს წაგება არ გვქონია და ამიტომაც პრინციპული დაპირისპირება იყო. თავიდან თსუ-მ შეძლო დაწინაურება, მაგრამ მობილიზება შევძელით და პირველივე ტაიმში ორი საპასუხო ბურთი გავიტანეთ. მთელი დარჩენილი დრო ხუთი ოთხზე გვიტევდნენ. საბედნიეროდ, ვეზადებოდით ვარჯიშებზე ასეთი ტაქტიკისთვის და გამოვიყენეთ კიდეც ეს უპირატესობა. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა და იმედია მას ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ.“

ფუტსალის ლიგის  VII ტური სტარტს 28 დეკემბერს აიღებს.

  © SBM, 2016-2024