ფუტსალის ლიგა 2 | პსპ სატურნირო ცხრილში გალიდერდა!

ყველა სიახლე
23 დეკემბერი 2018


დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს  IV ტურმა  სტარტი თელავისა და პსპ-ს დაპირისპირებით აიღო, შეხვედრა  პსპს გამარჯვებით 6:1 დასრულდა. 

მთელი თამაშის განმავლობაში  უპირატესობას პსპ ფლობდა. შეხვედრაში დუბლით გური გოგიჩაიშვილი გამოირჩა.თელავის რიგებიდან კი ერთადერთი გოლი ირაკლი ქართველიშვილმა გაიტანა.  

„ფარმაცევტებმა“ ამ მოგებით   მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. ამ  მომენტისათვის  სატურნირო  ცხრილს ჯერჯერობით პსპ ლიდერობს.  

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარს

გიორგი აფციაური, პსპ: „გვქონდა მოგების მოლოდინი  და მიხარია რომ  ჩვენი მოლოდინი გამართლდა.მეტოქე სატურნირო  ცხრილის  ქვედა  საფეხურზეა, თუმცა  ეს  თამაში  ჩვენთვის   მნიშვნელოვანი და  საპასუხისმგებლო იყო.  შევეცდებთ,  რომ  გამარჯვებათა  სერია  შევინარჩუნოთ.  ვულოცავ  ჩემს  გუნდს მოპოვებულ სამ ქულას.“

ფუტსალის ლიგა 2-ს მეოთხე  ტურის მორიგი შეხვედრა საქართველოს  უნივერსიტეტის  გუნდსა და  თსუ2-ს შორის 25 დეკემბერს გაიმართება. 28 დეკემბერს  კი წლის  ბოლო მატჩში კსუ ილიაუნის დაუპირისპირდება. ორივე  შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. 

  © SBM, 2016-2024