ფუტსალის ლიგა 2 | კსუ-მ პირველი ქულები მოიპოვა!

ყველა სიახლე
21 დეკემბერი 2018


დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ს მესამე ტური გადადებული შეხვედრით დასრულდა.  ერთმანეთს ორი აუტსაიდერი გუნდი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და თელავი დაუპირისპირდნენ. სტუდენტებმა სტუმრები მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხეს. პირველ ტაიმში უნივერსიტეტელები დავით ხარაზმა დააწინაურა. მეორე ნახევარში შოთა ბიწკინაშვილმა წონასწორობა აღადგინა. 29-ე წუთზე კი მერაბ ბოლოთაშვილის გატანილი გოლით   კსუ-მ ჩემპიონატში პირველი ქულები მოიპოვა.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ირაკლი ჯანხოთელი, კსუ: „პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ბოლო წუთამდე კარგი და დაძაბული თამაში იყო.  მოწინააღმდეგე გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, თუმცა ჩვენ უფრო დავიხარჯეთ და კლასის ხარჯზეც ვაჯობეთ, რამაც განაპირობა ეს შედეგი. ჩვენთვის ეს ამ ლიგაში პირველი გამარჯვებაა. ვაპირებთ, რომ გავიდეთ პლეიოფში და შემდეგ ფინალზეც ვიფიქრებთ.“

თორნიკე დანაჭრელაშვილი, თელავი: „დაძაბული თამაში იყო. მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები.  ამ ეტაპზე არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ პლეიოფში გასვლისთვის ვიბრძოლოთ. არ ვართ ფიზიკურად მომზადებულები და ვარჯიშიც გვაკლია.მადლობას ვუხდი მოწინააღმდეგე გუნდს კარგი თამაშისთვის.“

 

  © SBM, 2016-2024