ავთანდილ ასათიანი: "სამივე თამაში ფინალის ტოლფასი იქნება!"

ყველა სიახლე
20 დეკემბერი 2018


საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ცნობილი,რამდენიმე  დღის წინ გახდა.
 
ავთანდილ ასათიანის  გუნდი მსოფლიო პირველობის  შესარჩევზე  “დ” ჯგუფში იასპარეზებს, სადაც დანიის, გერმანიის და ისრაელის ეროვნულ გუნდებს გაეჯიბრება. 
 
ჯგუფურ ეტაპს თბილისი უმასპინძლებს. მატჩები  29 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
 
 
sbm.ge საქართველოს ნაკრების  მთავარ მწვრთნელს გაესაუბრა.  
 
ავთანდილ ასათიანი: "რაც  შეიძლებოდა  ყველაზე რთული ჯგუფი ამოგვივიდა,  ეს  კი იმას არ ნიშნავს ,რომ  გუნდი  რაიმე  სახის  პასუხისმგებლობას  იცილებდეს.
მხოლოდ ჯგუფიდან  გასვლა  იქნება  ჩვენი მიზანი. მაგრამ  უნდა ვთქვათ  ერთი, რომ  სერიოზული მომზადება  გვჭირდება, რადგან სამივე  მოწინააღმდეგე საკმაოდ  ძლიერია, შარშანდელ შესარჩევში  ისრაელთან ერთად  ვიყავით, მეოთხე  კალათაა  და  არ  გაგვიმართლა, ბევრად  სუსტი  გუნდი  შეიძლებოდა  შეგვხვედროდა.
რაც  შეეხება  გერმანიას ოთხი ამხანაგური მატჩი ვეთამაშეთ  ბოლო წელიწადნახევარში , ოთხივე  მოვუგეთ, მაგრამ  უნდა  აღვნიშნო,რომ  ამხანაგურს  მაინც  სხვა  დატვირთვა  აქვს, სრული სერიოზულობა  გვმართებს. ძალიან  მოუმატეს  თამაშის  ხარისხს  და  ამიტომ  მობილიზება  გვჭირდება.
რაც შეეხება  დანიას,  მეორე  კალათაა  და  ვფიქრობ, ჯგუფის  ერთ-ერთი  ფავორიტია. მოკლედ  სამივე  თამაში ფინალის  ტოლფასი იქნება. ფეხბურთის პირველი კანონი  მოწინააღმდეგის  დაფასება თუ ჩვენ  ამას  არ გავაკეთებთ დავისჯებით.
ძალიან  გაგვიხარდა  იმის გაგება ,რომ  სახლში  ჩავატერებთ შეხვედრებს. ამისთვის  მადლობა  მინდა  გადავუხადო  საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაციას. ყველას  სახლში  უნდა  ჩატარება  და  ერთი დიდი  პლიუსი  გვაქვს  მაყურებლის  სახით, დანარჩენი  კი უკვე  ჩვენზეა."
 
შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდის  ფარგლებში გერმანიის ეროვნულ გუნდთან, ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ორივე მოიგო.
 
  © SBM, 2016-2024