უხვგოლიანი თრილერი TSU-ს გამარჯვებით დასრულდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. V ტური კოლხისა და TSU-ს შეხვედრით დასრულდა. დაძაბული და საინტერესო მატჩი TSU-ს გამარჯვებით 7:4 დასრულდა. შეხვედრაში შედეგიანობის თვალსაზრისით საუკეთესო რამდენიმე ფეხბურთელი იყო. კოლხის რიგებიდან ჰეთრიკით ამირან ცხომარია „უნივერსიტეტელებისგან“ კი სამი გოლით გიორგი ჩიმაკაძე გამოირჩა. ხოლო შაკო კაპანაძეს ანგარიშზე პოკერია.
ამ მოგებით თსუ სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზეა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
შაკო კაპანაძე, TSU: „საინტერესო მატჩი გამოვიდა, დაძაბული. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა მთელი თამაში და სანახაობრივი იყო ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ვიმსახურებდით გამარჯვებას. პირველ ადგილზე ვართ და უფრო დიდი მოტივაციით გამოვედით, ვიდრე მოწინააღმდეგე გუნდი. ჩვენი მიზანი იყო ცხრილში ადგილის შენარჩუნება და გამოგვივიდა კიდეც.“
ფუტსალის ლიგის მორიგი ტური 21-22 დეკემბერს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.