დინამო სოხუმმა აუტსაიდერთან ქულები დაკარგა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. V ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს დინამო სოხუმი და თბილისი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში თბილისმა ძლიერ მეტოქესთან გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-18 წუთზე დინამოს მოთამაშე გიგი მამალაძემ გახსნა. წონასწორობის აღდგენა 21-ე წუთზე აველო კიკვაძემ მოახერხა. მტჩის 27-ე წუთზე ლაშა სიგუნავამ დინამოს დაწინაურება მოახერხა, მაგრამ 34-ე წუთზე თბილისმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და გუნდებმა ქულები გაყვეს.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ცხვედიანი, თბილისი: „თამაში ძალიან დაძაბული იყო. ორივე გუნდმა შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ. ცოტა მეტი გამართლება რომ ყოფილიყო შეიძლებოდა 3 ქულაც მოგვეპოვებინა. მთლიანად სეზონს რაც შეეხება, ერთი ქულა ძალიან ცოტაა ჩვენთვის. წინა თამაშზეც ფორტუნამ ზურგი გვაქცია. დღეს ჩვენი გუნდი იყო შეკრული და ვაჩვენეთ სულისკვეთება, ეს იყო რამაც შედეგი მოიტანა. მობილიზებულები ვიყავით თამაშისთვის და ვფიქრობ, მეტი შეგვეძლო. ვულოცავ ჩემს გუნდს პირველ ქულას და მოწინააღმდეგეს ძლიერი თამაშისთვის მადლობას ვუხდი.“
გიორგი ალავიძე, დინამო სოხუმი: „მართლაც დაძაბული თამაში იყო. მოწინააღმდეგე გუნდმა ჩვენთან შეხვედრაში პირველი ქულა მოიპოვა. გამოსასწორებელი გვაქვს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაში. მივულოცავ პირველ ქულას თბილისის გუნდს. დღვანდელ შეხვედრაში კი რაც დაგვაკლდა, ეს იყო კონცენტრაციის ნაკლებობა. მეტოქე გაცილებით უფრო მობილიზებული და მოტივირებული იყო.“