"სტუდენტურ დერბიში" თსუ-მ იმარჯვა!
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის 2018/19 წწ სეზონის მეოთხე ტური, რომელმაც სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა.
სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ბსუ ბათუმმა თსუ-ს უმასპინძლა, "სტუდენტური დერბი" თსუ-ს გამარჯვებით ანგარიშით 8:2 დასრულდა.
შეხვედრა პირველივე წუთებიდანვე „უნივერსიტეტელების“ უპირატესობით მიმდინარეობდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკი თორნიკე ქართველიშვილი, დუბლი კი გიორგი ჩიმაკაძემ გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
თორნიკე ქართველიშვილი, თსუ: "დაძაბული შეხვედრა იყო, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიშის მიუხედავად საკმაოდ რთულ მატჩი გამოვიდა. პირველი ნახევარი 4:1 მოვიგეთ. მეორე ნახევარშიც ანალოგიური შედეგი დავაფიქსირეთ. დღევანდელ მატჩში დანაკლისით ვითამაშეთ რასაც შალვა კაპანაძის ტრავმა და ჩვენი ფეხბურთელის წითელი ბარათიც დაემატა, თუმცა მაინც მოვახერხეთ ტაბლოზე სასურველი შედეგის დაფიქსირება."
18:00 საათზე საშინაო შეხვედრას ჩააატრებს ქუთიაისის „მართვე“,რომელიც თბილისს დაუპირისპირდება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.