ილიაუნიმ პირველი სამი ქულა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდთან მოიპოვა!
ყველა სიახლედღეს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგა 2- ს მორიგ კალენდარულ შეხვედრებს უმასპინძლა. II ტურის შეხვედრაში თსუ 2 თელავს დაუპირისპირდა და მატჩი „უნივერსიტეტელების“ გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
დაძაბული და სანახობრივი მატჩით დაიწყო ლიგა II-ს მესამე ტური,ილიაუნმა, საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დამაჯერებელი ანგარიშის სხვაობით 6:0 დაამარცხა.შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარი პირობებში მიმდინარეობდა, თუმცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მატჩის მეორე ტაიმში 5 უპასუხო გოლის გატანა შეძლო. ამ გამარჯვებით ილიაუნიმ პირველი სამი ქულა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდთან მოიპოვა!
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
გურამ ჯიჯელავა,ილიაუნი: “პირველი ტაიმი რთულად დავიწყეთ, გუნდში დაბნეულობა იგრძნობოდა და მხოლოდერთი გოლის გატანა მოვახერხეთ, თუმცა შესვენებაზე მწვრთნელის მიერ მოცემული დავალება ზუსტად შევასრულეთ და მეტოქეს დამაჯერებლად ვძლიეთ.ვემზადებით მომდევნო შეხვედრისთვის ჩვენი მეტოქე ძალიან გამოცდილი გუნდია, პსპ-ს სახით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. მიხარია, რომ ლიგა II -ს შექმნით გაჩნდა ისეთი ლიგა, სადაც უმაღლესი ლიგის სათამაშოდ მოვემზადებით.“
პეტრე წულუკიძე, ილიაუნის საფეხბურთო გუნდის მენეჯერი: „ილიას უნივერსიტეტისთვის სპორტული სახეობები,განსაკუთრებით ფუტსალი, გუნდურ სახეობებში არის უმნიშვნელოვანესი. გარდა იმისა, რომ ფეხბურთის პოპულარიზაცია ხდება, ასევე არის იდიალური საშუალება იმისა რომ ერთად მუშაობით სხვა უნარებიც განივითრაონ. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვდებთ რესურსებს ფეხბურთში, ვმონაწილეობთ როგორც სტუდენტურ ლიგაში ასევე წლევანდელი წლიდან ფუტსალის ლიგა 2-ში და გვაქვს იმედი, რომ სამომავლოდ ვიქნებით ერთ-ერთი ტოპ გუნდი, ჯერ ლიგა II -ში და შემდეგ დიდი გეგმებიც გვექნება აუცილებლად.“
ფუტასლის ლიგა II-ს მესამე ტური 9 დეკემბერს გაგრძელდება!
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი