სატურნირო ცხრილში თსუ გალიდერდა!

ყველა სიახლე
23 ნოემბერი 2018


 თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ  ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის მესამე  ტურის  შეხვედრებს უმასპინძლა. ტურის ბოლო შეხვედრაში  ერთმანეთს დინამო სოხუმი და თსუ დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, თსუ-ს გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველი გოლი "სტუდენტების" მოთამაშე-მწვრთნელმა დავით  ბობოხიძემ გაიტანა, მალევე უპირატესობა გიორგი ჩიმაკაძემ  გაზარდა. ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში თსუ გალიდერდა, რომელსაც  სამი შეხვედრიდან  ორი მოგება და ერთი ფრე აქვს. 
 
გიორგი ჩიმაკაძე, თსუ:"ძალიან რთული თამაში იყო.მეტოქე ძალიან კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული,რომლებიც სათამაშო კლასითაც გამოირჩევიან და გამოცდილებითაც. შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარებდა,თუმცა მოვახერხეთ გოლის გატანა და დავწინაურდით. მე ვთვლი,რომ გარდამტეხი მაინც მეორე გოლი გამოდგა, რის შემდეგაც მოწინააღმდეგე ფსიქოლოგიურად გატყდა. ძალიან ძლიერი გუნდები არიან წლევანდელ ჩემპიონატში და ვთვლი, რომ საჭირო ქულები მოვაგროვეთ."
 
დღის  სხვა შეხვედრებში  თელასმა  თბილისი 4:1 დაამარცხა. TMC თბილისმა მართვეს 6:0 მოუგო. კოლხმა ბსუ-ს 9:6 სძლია.
 
ფუტსალის  ლიგაში სანაკრებო პაუზა ცხადდება. სეზონი 7 დეკემბერს განახლდება!
  © SBM, 2016-2024