ტურის სასტარტო შეხვედრაში თელასმა თბილისი დაამარცხა!

ყველა სიახლე
23 ნოემბერი 2018


დღეს, თბილისის ოლიმპიური სასახლე ფუტსალის ლიგის  2018/19 წლების  სეზონის  მესამე  ტურის  შეხვედრებს მასპინძლობს, სათამაშო  დღის  პირველ  შეხვედრაში ერთმანეთს თბილისი და თელასი დაუპირსპირდა. მატჩი „ენერგეტიკოსების“ გამარჯვებით  ანგარიშით 4:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გოლები ჯანო გიორგიამ, ნუკრი ჭუმბურიძემ, კახა მაისაიმ და ზურაბ ლუკავამ გაიტანეს. თბილისის ფეხბურთელებიდან ერთადერთი ულამაზესი გოლი აველო კიკვიძემ გაიტანა.

მესამე  ტურის  სხვა შეხვედრებში  მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის "მართვეს" დაუპირისპირდება,  კოლხი  ბსუ-ს, ხოლო დღის ცენტრალურ შეხვედრაში სოხუმის  დინამო  თსუ-ს  გაეჯიბრება.

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარს

 ავთანდილ ასათიანი,თელასი:„დღეს მე ჩემს ფეხბურთელებს მივეცი დავალება, რომ აუცილებლად  უნდა აგვეღო სამი ქულა, რადგან თუ დააკვირდებით ჩემპიონატის სტარტი ძალიან მძიმეა, ასეთ დროს მთავარია, მოვიგოთ და ჩავერთოთ ოთხეულისთვის ბრძოლაში. კიდევ  ბევრი თამაში გვაქვს  წინ და დარწმუნებული ვარ ჩვენ გვაქვს რესურსი თამაშის  ხარისხსაც მოვუმატოთ.რაც შეეხება ჩემპიონატის მიმდინარეობას ყოველ წელს  უმჯობესდება. არის  რამდენიმე  ძლიერი გუნდი. ფავორიტებზე  საუბარი ნაადრევია, მთელი სეზონი წინ არის.“

 

  © SBM, 2016-2024