თელასმა პირველი სამი ქულა ქუთაისში მოიპოვა!

ყველა სიახლე
17 ნოემბერი 2018


საქართველოს ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის მეორე ტური, დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგრძელდა. სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ბსუ თელასს სეზონის პირველ საშინაო მატჩში დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 6:2 დასრულდა.

ამიერიდან „უნივერსიტეტელები" საშინაო შეხვედრებს მიმდინარე  სეზონის განმავლობვაში  ქუთაისის  სპორტის  სასახლეში ჩაატარებენ.  

წლევანდელი გათამაშების სტარტზე პირველ საშინაო შეხვედრას ატარებენ „იმერლები“ ადგილობრივი მართვე ფუტსალის ლიგის დებიუტანტ თსუ-ს მასპინძლობს. მატჩი ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრაზე დასწრება  თავისუფალია!

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს

შოთა თოფურია, თელასი: "ჩვენი გუნდისთვის პირველი შეხვედრა იყო სეზონის და რთულია ყოველთვის პირველი თამაში. რაც შეეხება ბათუმს ვიტყვი რომ ბათუმთან თამაში ყოველთვის გვიჭირს, მგზავრობამაც თავისი ქნა, თუმცა დამაჯერებლად გავიმარჯვეთ.ჩვენი გუნდი წლევანდელ სეზონში  ჩემპიონობისთვის  იბრძვის, ეს  ჩვენი გუნდის  ოპტიმალური მატჩი არ  იყო, ჯერ ბიჭები არ ვართ ფორმაში, თუმცა აქტიურად ვარჯიშობთ და ვემზადებით. ორი ახალი ფეხბურთელი გვყავს დამატებული ჯანო გიორგაია და ზურაბ  ლუკავა. კიდევ  დამატებული გვყავს 19-წლამდელთა ნაკრების  ოთხი მოთამაშე და  ვთვლი, რომ ამ შემადგენლობით  ვიქნებით  ის  ბირთვი, რომელიც  მთლიანი სეზონის  განმავლობაში  გაგვაძლიერებს გასულ წელთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ ფუტსალის ლიგის 2018/19 წწ. სეზონის  მეორე ტურმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 16 ნოემბერს აიღო. პირველი სათამაშო დღის  პირველ  მატჩში TMC თბილისი თბილისს შეხვდა აღნიშნული შეხვედრა  საქართველოს  მოქმედმა  ჩემპიონმა მოიგო და თბილისი  9:0 დაამარცხა.  მეორე ტურის  ცენტრალურ  შეხვედრაში  კი ერთმანეთს  კოლხი გულრიფში  და  დინამო სოხუმი დაუპირისპირდა მატჩი  სოხუმელთა  გამარჯვებით 6:2 დასრულდა.

 

  © SBM, 2016-2024