მეორე ტურის ორი შეხვედრა ხვალ ქუთაისში გაიმართება!
ყველა სიახლე16 ნოემბერი 2018
საქართველოს ფუტსალის ლიგის მეორე ტური, რომელმაც სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაგარძელდება.
სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში, ბსუ ბათუმი თელასს უმასპინძლებს. „უნივერსიტეტელებისთვის“ ეს იქნება პირველი საშინაო მატჩი, რომელსაც მიმდინარე სეზონიდან ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩაატარებს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
წლევანდელი გათამაშების სტარტზე პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებენ „იმერლები“ ადგილობრივი "მართვე" ფუტსალის ლიგის დებიუტანტ თსუ-ს უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.