დინამო სოხუმი უდანაკარგოა!

ყველა სიახლე
16 ნოემბერი 2018


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წწ. სეზონის  მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა.ტურის  ცენტრალურ მატჩში  ერთმანეთს  კოლხი-გულრიფში და დინამო სოხუმი დაუპირისპირდა.შეხვედრა სოხუმელთა  გამარჯვებით 6:2 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან  დუბლი ლაშა სიგუნავამ გაიფორმა.

სათამაშო  დღის  პირველ  მატჩში, ერთმანეთს TMC თბილისი და თბილისი შეხვდა აღნიშნულ მატჩში საქართველოს  მოქმედმა  ჩემპიონმა  იმარჯვა  და  თბილისი  9:0 დაამარცხა.   

 Sbm.ge  გთავაზობთ   მატჩის  შემდგომ  კომენტარს

ლაშა სიგუნავა, დინამო სოხუმი: „დებიუტანტი  გუნდი ვართ  და  ჩვენი საუკეთესო  თამაშის  მოლოდინში ვართ, თუმცა  სასიამოვნოა რომ  ორი სადებიუტო შეხვედრა  მოვიგეთ. პრინციპული მეტოქე  იყო ჩვენთვის კოლხი იმიტომ რომ ოთხეულისთვის  ბრძოლაში  ჩვენთვის  ერთ-ერთი  მთავარი  პრეტენდენტია. პროგრამა  მინიმუმი ჩვენთვის  პლეი-ოფია, პროგრამა  მაქსიმუმი კი ჩემპიონობა.გათამაშების ფავორიტი  ტატიშვილია,მოქმედი  ჩემპიონია, ასევე  ძალიან  გამოცდილი გუნდია  თელასი, ძირითადად  ეს  ორი  გუნდია  გამოკვეთილი ფავორიტი, ასევე  თსუ ერთ-ერთი ტრადიციული გუნდია. ასე  რომ  ძალიან  კარგი ჩემპიონატი გველის, საინტერესო მატჩები და  სიურპრიზები გამორიცხული არ არის.“  

მეორე ტურის  შეხვედრები 17 ნოემბერს  ქუთაისის სპორტის  სასახლეში გაგრძელდება. 

 

  © SBM, 2016-2024