ჩემპიონმა სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
16 ნოემბერი 2018


თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2018/19 წწ. სეზონის  მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. გათამაშებაში სადებიუტო შეხვედრა  ჩაატარა საქართველოს  მოქმედმა  ჩემპიონმა  მფკ ტატიშვილმა, რომელიც TMC თბილისის სახელით ასპარეზობს. „მედიკოსებმა“ მფკ თბილისი იოლად ანგარიშით  9:0 დაამარცხეს და მიმდინარე  გათამაშებაში სადებიუტო 3 ქულა მოიპოვეს. შეხვედრაში  ჰეთრიკი  ვახტანგ ჯვარაშვილმა  შეასრულა.

Sbm.ge  გთავაზობთ   მატჩის  შემდგომ  კომენტარს

ვახტანგ ჯვარაშვილი, TMC თბილისი: “მინდა ყველას  მივულოცო ჩემპიონატის დაწყება, თითოეული ფეხბურთელი და  თითოეული გუნდი ველოდით.  წლევანდელ  სეზონშიც მაქსიმალურად  ვეცდებით  წინა  შედეგი  გავიმეოროთ, ეს  არის  ჩვენი მიზანი. ახალი გუნდი დაემატა თსუ-ს  სახით  ფუტსალის  ლიგას  და  ვთვლი, რომ  ისეთივე  კონკურანტუნარიანი ძალა იქნება, როგორც  თელასი  და  სხვა  გუნდები. რაც შეეხება  დღევანდელ შეხვედრას  საკმაოდ  დიდი  შრომა  გავწიეთ ამ  მატჩის  მოსაგებად, თბილისი კარგი გუნდია,  თუმცა ჩვენ  სწრაფად  მოვახერხეთ  გოლების  გატანა, საბოლოოდ  კი შევძელით სასურველი შედეგის  მიღწევა.“

 შეგახსენებთ, რომ  პირველი ტურის  შეხვედრა  რომელიც ტატიშვილსა და  თელასს  შორის  უნდა  გამართულიყო გადაიდო.  

 

  © SBM, 2016-2024