ფუტსალის ლიგა 2 - სადებიუტო შეხვედრაში პსპ-მ იმარჯვა!

ყველა სიახლე
11 ნოემბერი 2018


ქართული ფუტსალის  ისტორიაში პირველად, სტარტი აიღო  ფუტსალის  ლიგა 2 გათამაშებამ. მიმიდანარე  სეზონის პირველ შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს  პსპ და  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაუპირისპირდა.   დაძაბული და   სანახაობრივი  შეხვედრა „ფარმაცევტების“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.  39-ე წუთზე  შეხვედრის  პირველი გოლი ლევან კუჭაშვილმა გაიტანა, 40-ე წუთზე კი უპირატესობა ნიკოლოზ კოპლატაძემ, ნიკოლოზ კურტანიძის გადაცემით გაზარდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს

ლუკა ფარცვანია, კსუ: „ძალიან  დაძაბული თამაში იყო, ბოლო წუთებზე  დავუშვით  შეცდომები და ორი გოლი მივიღეთ საკუთარ კარში, სამწუხაროდ დავმარცხდით, ჩვენი გუნდისთვის ამ ტურნირზე ასპარეზობა  ძალიან  მნიშვნელოვანია, პირველად  გაკეთდა ეს ტურნირი და ჩვენი სურვილი ჩემპიონობაა.“

ნიკოლოზ კურტანიძე, პსპ: „ძალიან  რთული თამაში იყო,  ბიჭებს მინდა მადლობა გადავუხადო ბოლომდე იბრძოლეს.ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანი ეტაპია, ახალი ეტაპია და  ვნახოთ  როგორ  ვიასპარეზებთ.იმედი მაქვს რომ  მაქსიმუმს  დავდებთ  ამ გათამაშებაში. ჩვენი გუნდის მაქსიმუმი ჩემპიონობაა, თუმცა  გაგვიჭირდება  იმიტომ რომ ყველა  გუნდს  უკვე  ნათამაშები აქვს  ფუტსალი ჩვენთვის  კი ეს  პირველია და ბევრი შრომა მოგვიწევს. „

ფუტსალის ლიგა 2 ქართული ფუტსალის ისტორიაში პირველად გაიმართება. ფუტსალის ლიგა 2 რანგით მეორე ლიგაა. პირველ წელს გათამაშებაში 6 გუნდი იასპარეზებს. ორ წრის შემდეგ გამოვლინდება საუკეთესო ოთხეული, რომელიც პლეი-ოფში განაგრძობს თამაშს, სადაც ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის შედეგად გაირკვევა. ლიგის გამარჯვებულის და ფუტსალის ლიგის საგზურის მფლობელს ერთ მატჩიანი ფინალური დაპირისპირება გადაწყვეტს. ფულადი საბონუსე სისტემა იმოქმედებს ასევე ფუტსალის ლიგა 2-ს გუნდებისთვისაც.

ლიგა 2-ს პირველი ტურის სხვა შეხვედრები 18 ნოემბერს გაიმართება.

 

 

  © SBM, 2016-2024