ავთანდილ ასათიანი: "ფეხბურთელების არეალი გაიზარდა!"

ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2018


დღეს და ხვალ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები გერმანიის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ნაკრები გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 23 სექტემბერს გაემგზავრა. 24 და 25 სექტემბერს, გერმანიაში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.
 
ავთანდილ ასათიანი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „დავიწყეთ მზადება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისათვის. ორ სპარინგ მატჩში, ჩვენი  მეტოქე  გერმანიის  ნაკრები იქნება. რაც შეეხება მეტოქეს, მათ ბოლო წლებში ძალიან  მოუმატეს. გვაქვს ახალი კომბინაციები, ახალი ტაქტიკური მონახაზები და ამხანაგური მატჩებში დავაკვირდებით როგორ  გაამართლებს.
ნაკრების  შემადგენლობაშიც არის ცვლილება, ზოგი მოხვდა ნაკრებში ზოგიც ვერ მოხვდა, შესარჩევამდე  კიდევ  ექვსი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი, ყველას მიეცემა თავის გამოჩენის  საშუალება. ძალიან კარგია,რომ მცირედი შანსია ხოლმე ნაკრებში მოსახვედრად საბედნიეროდ ჩვენი ფეხბურთელების არეალი გაიზარდა, კონკურენციაა, ბიჭები ამას გრძნობენ და ჩვენ ჩვენის  მხრიდან შანსს მივცემთ მოთამაშეებს.  
შემდეგი მატჩები ლატვიაში გვაქვს, მეტოქეები ლატვია და მოლდავეთი იქნებიან. იქაც იქნება პატარა ცვლილებები ნაკრების შემადგენლობაში, თუმცა ძირითადი ბირთვი მაინც შენარჩუნებული იქნება.“
 
დღეს, მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.
 
  © SBM, 2016-2024