საქართველოს ფუტსალის ნაკრები გერმანიაში ამხანაგურ მატჩებს გამართავს

ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2018


დღეს და ხვალ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები გერმანიის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გერმანიაში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით, 21 სექტემბერს, ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 23 სექტემბერს გაემგზავრა. 24 და 25 სექტემბერს, გერმანიაში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.
 
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
 
მეკარეები
 
ზვიად კუპატაძე (ტტგ იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი), თორნიკე ბუკია (ვალეტა,მალტა)
 
წინა ხაზი
 
შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (ვალეტა, მალტა), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), სიმი საიოტი (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ტატიშვილი,თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში,ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში,ბელარუსი),  შოთა ჭანუყვაძე (თელასი, თბილისი) მურთაზ კაკაბაძე (ვალეტა,მალტა) რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (ხერსონი, უკრაინა) , გიორგი ნიშნიანიძე (ტატიშვილი, თბილისი)
 
დღეს, მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება.
 
gff.ge
  © SBM, 2016-2024