მფკ ტატიშვილმა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა

ყველა სიახლე
03 სექტემბერი 2018


საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017-18 წ.წ სეზონის ჩემპიონმა, მფკ ტატიშვილმა სადებიუტო ევროტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.  უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, TMC თბილისის სახელით მოასპარეზე "მედიკოსებმა" სამ გუნდიან I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეინ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვეს.

თამაშებს მოლდოვის დედაქალაქმა, კიშინოვმა უმასპინძლა. ალექსანდრე ძაბირაძის შეგირდების პირველი მეტოქე, შვეიცარიის ჩემპიონი ლა როშ დეფო იყო, რომელთანაც უხვგოლიანი დაპირისპირება ფრედ 5:5 დასრულდა. გოლები ვახტანგ კეკელიას, გიორგი სილაგავას, თემურ ექიზაშვილის, ვახტანგ ჯვარაშვილისა და გიორგი ტიკურიშვილის ანგარიშზეა.

გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი, მასპინძელ კიშინოვის დინამოს დაუპირისპირდა და მიუხედავად წაგებული პირველი ტაიმისა და მასპინძლების აქტიური ქომაგობისა, მეორე ნახევარში სრულად დაჯაბნა მეტოქე და დამსახურებულად 3:1 გაიმარჯვა. დუბლით გამოირჩა გიორგი ტიკურიშვილი, ხოლო ერთი გოლი ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანა.

მეინ რაუნდში ტატიშვილი მე-6 ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ელიტ რაუნდის ერთი საგზურისთვის ყაზახურ აქტობეს, ხორვატიის ვრიემ მაკარასკას და ფინეთის კამპუკსენ დინამოს დაუპირისპირდება. მატჩებს 3-6 ოქტომბერს ხორვატიული ზაგრები უმასპინძლებს.

  © SBM, 2016-2024