სუპერლიგის ფინალური მატჩი 15 ივლისს გაიმართება!

ყველა სიახლე
10 ივლისი 2018


დღეს, თბილისის  ოლიმპიურმა  სასახლემ სუპერლიგის  ნახევარფინალური სერიის  მესამე  გადამწყვეტ  შეხვედრას  უმასპინძლა. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში თსუ-ჰიუნდაიმ  4:0 დაამარცხა საქართველოს  ფეხბურთის ფედერაციის გუნდი და სუპერლიგის  ფინალის  საგზური პირველად  მოიპოვა.

ფინალში თსუ-ჰიუნდაის მეტოქე  სუპერლიგის  მოქმედი  ჩემპიონი პსპ იქნება. „ფარმაცევტები“ ტიტულის  დაცვას  თსუ- ჰიუნდაი კი ჩემპიონობას პირველად  ეცდება.  

ფინალური  შეხვედრა 15 ივლისს  ჩატარდება და სწორედ  თსუ-ჰიუნდაი  პსპ-ს  დაპირისპირება იქნება მიმდინარე სეზონის პირველი „საფინალო დუელი“.

 შეგახსენებთ, რომ  გუნდები მიმდინარე სეზონში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან  ერთი მატჩი „სტუდენტებმა“  სუპერლიგის რეგულარურ ჩემპიონატში  2:1  მოიგეს.  ხოლო ლიგის თასის მეოთხედფინალში  „ფარმაცევტებმა“ 1:0 დაამარცხეს  მეტოქე.

 

  © SBM, 2016-2024