ლევან კობიაშვილი: "ეს არის პროექტი რომელიც შთამბეჭდავია!"

ყველა სიახლე
16 ივნისი 2018


საქართველოს ფუტსალის  ლიგის  2017/18 წწ სეზონის  ჩემპიონი მფკ ტატიშვილი გახდა!

„მედიკოსებმა“, ფინალური სერიის  მესამე  გადამწყვეტ შეხვედრაში  4:0 დაამარცხეს კოლხი გულრიფში  და საქართველოს ჩემპიონის  ტიტულს პირველად დაეუფლნენ.

ფინალურ შეხვედრას კულტურისა და სპორტის მინისტრის  მოვალეობის  შემსრულებელი  მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის შემდგომ კომენტარებს

ლევან კობიაშვილი, სფფ-ს პრეზიდენტი: „არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატი იყო და გული მწყდება, როგორც ერთ რიგთ გულშემატკივარს რომ დასრულდა.

ძალიან საინტერესო და  დაძაბული იყო ფინალური მატჩები და ღირსეული ფინალისტებიც იყვნენ. ტატიშვილი შარშან  ფინალში  განცდილი  მარცხის  შემდეგ  უფრო მოტივირებული იყო, უფრო მეტად  გამოცდილებიც ჩანდნენ და  დამსახურებულად გაიმარჯვეს.

მინდა  ხაზი გავუსვა  დებიუტანტ  კოლხს, რომლისთვისაც  ნამდვილად  წარმატება  არის, რომ მათ  ფინალში ითამაშეს. სამი  წლის წინ  ფუტსალი  ძალიან დიდი  კრიზისში  იყო, არ  არსებობდა  ეროვნული ჩემპიონატი, ახლა  კი სხვა  მოცემულობა გვაქვს, ეს  ყველაფერი  კი ერთად  იმ  ადამიანების  დამსახურებაა, რომლებიც  თითოელ დღეს ზრუნავენ მოთამაშეებზე და ჩემპიონატზე. ლეგიონერები გვყავს ლიგაში რაც  იმაზე  მიუთითებს, რომ  წინ  მიდის  ეს სახეობა და პროგრესირებს,  შესაბამისად  ეს არის  პროექტი  რომელიც  შთამბეჭდავია და მე  ნამდვილად  მიხარია  ეს  ყველაფერი. მაქსიმალისტები ვართ  კიდევ  უფრო ბევრი  გვინდა  და  მომდევნო სეზონშიც  ბევრ  საინტერესოს  შევთავაზებთ  მაყურებელს  და  კლუბებს."

  © SBM, 2016-2024