ალექსანდრე ძაბირაძე: "მეტოქე სწრაფი და ტექნიკური გუნდია!"

ყველა სიახლე
14 ივნისი 2018


15 ივნისს, 19:30 სთ-ზე, თბილისის  ოლიმპიური  სასახლის დიდ დარბაზში, ფუტსალის ლიგის ფინალური დაპირისპირების მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება - საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის მფკ ტატიშვილი და კოლხი-გულრიფში იბრძოლებენ! 

ფინალურმა სერიამ სტარტი 8 ივნისს აიღო. პირველ შეხვედრაში კოლხი-გულრიფშმა დაძაბულ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა მეტოქე.

10 ივნისს გამართულ განმეორებით შეხვედრაში, „მედიკოსებმა“ სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - უგოლოდ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, მატჩის ბედი 6 მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა - 3:1 ტატიშვილის სასარგებლოდ. შესაბამისად, ჩემპიონის გამოსავლენად მესამე შეხვედრის დანიშვნა გახდა საჭირო.

საჩემპიონო მატჩისთვის მზადების შესახებ, Sbm.ge გუნდების მთავარ მწვრთნელებს გაესაუბრა:

 ალექსანდრე  ძაბირაძე, ტატიშვილი:  „წინ ძალიან  რთული და  დაძაბული მატჩი  გველოდება, რაზეც გასული ორი შეხვედრაც მეტყველებს. კოლხი სწრაფი და ტექნიკური  გუნდია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სასურველი შედეგის მისაღწევად. თუმცა ჩვენც არ დავიშურებთ არანაირ ძალას და ენერგიას, იმედია ჩემპიონის ტიტულს  მოვიპოვებთ.“

 

 

  © SBM, 2016-2024