სტუ-თელასი გათამაშების მესამე ადგილოსანია!

ყველა სიახლე
10 ივნისი 2018


 საქართველოს ფუტსალის  ლიგის 2017/18 წ.წ. სეზონის, ბრინჯაოს  პრიზიორი  სტუ-თელასია. „ენერგეტიკოსებმა“ ორ  მატჩიის ჯამში  სერიაში 2:0  დაამარცხა ლიდერების  გარეშე  მოასპარეზე აგორა და მესამე  ადგილს  დაეუფლა. 

დღევანდელ  შეხვედრა თელასის  გამარჯვებით 5:2  დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლით თავი გიორგი სოზაშვილმა და ნუკრი ჭუმბურიძემ  გამოიჩინეს. ერთი  გოლი  კი დავით  გეგეშიძემ  გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ  მესამე  ადგილისათვის ბრძოლაში პირველი მატჩი   თელასმა  2:1 მოიგო.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ  კომენტარებს.

ავთანდილ ასათიანი, თელასი: „პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ფეხბურთის ფედერაციას და სპორტულ სააგენტო სბმ-ს. ძალიან კარგი ჩემპიონატი  გამოვიდა, კულმინაცია  კი წინ გვაქვს  ფინალის  სახით. მე ვფიქრობ, რომ  ყველა საერთო და ძალიან კარგ  საქმეს  ვაკათებთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ მეტოქეს, შესუსტებული შემადგენლობით იყო, მესამე  ადგილისთვის  ბრძოლაში, არ ვიცი  ასე  რატომ მოხდა,  ეს  მათი გადასაწყვეტია. მოვიგეთ საპრიზო ადგილი, თუმცა  ჩვენ  სხვა გეგმები გვქონდა, ჩემპიონობის  შენარჩუნება  გვსურდა, მაგრამ ვულოცავ  ჩემს ბიჭებს მესამე ადგილს, ვცდებით  შემდეგ  სეზონში უკეთ გამოვიდეთ.

ნუკრი ჭუმბურიძე, თელასი: „მსგავსი ჩემპიონტი  მე  არ მახსოვს, ასეთი როგორიც  წლევანდელი სეზონი იყო. ოთხი გუნდი ძალიან თანაბარი  დონის   იყო. ჩვენი  მიზანი თავიდანვე  ჩემპიონობა  იყო, დასანანია  რომ  ეს  ასე  არ  მოხდა, რთული იყო ფსიქოლოგიურად  მესამე  ადგილისთვის  ბრძოლა, თუმცა ვითამაშებთ და გავიმარჯვეთ.“ 

  

 

  © SBM, 2016-2024