ტატიშვილი-თელასს შორის ფინალისტის ვინაობას, მესამე შეხვედრა გაარკვევს!

ყველა სიახლე
03 ივნისი 2018


თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის განმეორებით შეხვედრებს უმასპინძლა. პლეი-ოფისა და  მიმდინარე სეზონის ყველაზე ხანგრძლივი და დრამატული შეხვედრა ტატიშვილსა და  თელასს შორის „მედიკოსების“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ფუტსალის ლიგის ისტორიაში პირველი უგოლოდ  დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ორი ხუთ წუთიანი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, რა დროსაც ტატიშვილის მოთამაშემ ვახტანგ კეკელიამ შეხვედრაში ერთადერთი გოლის გატანა, შეძლო. რის  შემდეგაც  ალექსანდრე  ძაბირაძის  შეგირდებმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს. 

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში „ენერგეტიკოსებმა“ დიდი ანგარიშით 5:0 გაიმარჯვეს.

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს

ავთანდილ ასათიანი, თელასის მოთამაშე-მწვრთნელი: „ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დაძაბული შეხვედრა იქნებოდა, მოწინააღმდეგეს მინდა ტაში  დავუკრა, ბოლომდე იბრძოლეს, არაფერი დათმეს, დამსახურებულად  გაიმარჯვეს. მესამე  შეხვედრა გვიწევს, რაც  უფრო რთული იქნება, ვიდრე ეს ორი  და მე ვფიქრობ კარგი სანახაობა ელოდება მაყურებელს.“

ალექსანდრე ძაბირაძე, ტატიშვილის მწვრთნელი: „ მინდა მივულოცო ჩემს გუნდს  გამარჯვება,  ვიბრძოლეთ თითოეული  ნაბიჯისთვის, გამოვიჩინეთ, უდიდესი  ჟინი და  მონდომება, უხეში თამაში  იყო,  ბევრი ტრავმები გვქონდა, დღევანდელ შეხვედრაში. სავარაუდოდ  დანაკლისი  გვექნება მომდევნო მატჩში,  მაგრამ  არ აქვს  მნიშვნელობა 4 მოთამაშით  გავალთ და ჩვენს  გასაკეთებელს  გავაკეთებთ. მადლობა  მინდა  ვუთხრა  მოწინააღმდეგეს   კარგი თამაშისთვის.“

მესამე შეხვედრა  გადამწყვეტს კოლხი-აგორას წყვილში ფინალისტის ვინაობას. დღევანდელ შეხვედრაში კოლხმა მეტოქეს  2:0 აჯობა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

ფუტსალის ლიგის ფინალისტების ვინაობა მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 6 ივნისს გაიმართება:

18:30 ტატიშვილი - თელასი

21:00 კოლხი - აგორა

 

 

  © SBM, 2016-2024