კოლხმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები მიმიდნარეობს. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში 2:0 დაამარცხა კოლხმა აგორა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1:1.
შეხვედრაში პირველი გოლი ამირან ცხომარიამ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაიტანა, ხოლო საბოლოო წერტილი ილია რეხვიაშვილმა დასვა მატჩის 38-ე წუთზე და საკუთარ გუნდს გამარჯვების გოლი მოუტანა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენატრებს
ილია რეხვიაშვილი, კოლხი: "პირველი წაგებული შეხვედრის შემდეგ მეორე თამაშისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, განვიხილეთ წინა მატჩი, შეცდომები ასე თუ ისე გამოვასწორეთ,შევძელით მობილიზება რაც თამაშზეც აისახა. ყველაფერი წინ არის, გადმწყვეტი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და ყველაფერს გავაკეთებთ,რომ ფინალი ვითამაშოთ.მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს და ურთულესი თამაში გველოდება.“
დავით ბობოხიძე, აგორა: „ერთი კონკრეტული მიზეზი ჩემი აზრით ჩვენს დღევანდელ მარცხს არა აქვს. პირველ რიგში იმიტომ წავაგეთ რომ მომენტების რეალიზება ვერ შევძელით, პირველი თამაში იყო სადაც გოლი ვერ გავიტანეთ, აქედან გამომდინარე შედეგ თამაშში ვეცდებით შეტევითი პოტენციალი გავაძლიეროთ და მეტად მოვინდომოთ.მეტოქეს დაუფასდა შრომა, ჩვენი მიზანი ფინალში გასვლაა.
ფინალისტის ვინაობას მესამე გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს, რომელიც 6 ივნისს გაიმართება.