თბილისმა "კარი გაიჯახუნა!"

ყველა სიახლე
25 მაისი 2018


თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში საქართველოს  ფუტსალის  ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი XXI ტურის მატჩები მიმდინარეობს.

სათამაშო  დღის  მორიგ შეხვედრაში  ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი და სეზონის აუტსაიდერი თბილისი დაუპირისპირდა.

მატჩი თბილისის გამარჯვებით ანგარიშით 6:5 დასრულდა. "ფორმალურ" მატჩში „ენერგეტიკოსები“ მოედანზე არასრული შემადგენლობით გავიდნენ. გუნდს, რამდენიმე  წამყვანი ფეხბურთელი და მოთამაშე-მწვრთნელი ავთანდილ  ასათიანი აკლდა.    

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარს

მირიან ჯანგავაძე, თბილისი: „პირველ რიგში  მინდა მადლობა  ვუთხრა მოწინააღმდეგე  გუნდს, რომელმაც  ძალიან  კარგად  ითამაშა, მიუხედავად  იმისა, რომ უმოტივაციო  თამაში  იყო, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შეხვედრა მოგვეგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოგვეპოვებინა. მეტოქეს წინ პლეი-ოფი აქვს  და წარმატებას  ვუსურვებ.  ჩვენი გუნდისთვის  კი ეს  შეხვედრა წლევანდელ გათამაშებაში  ბოლო  იყო და  მიხარია  რომ მოვიგეთ.“   

 

  © SBM, 2016-2024