ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
21 მაისი 2018


ქუთაისის სპორტის  სასახლემ  ფუტსალის  ლიგის 2017/18 წწ, რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის პირველ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ადგილობრივი მართვე გათამაშების  ერთ-ერთ  ფავორიტ აგორას  დაუპირისპირდა.

ფრედ, 1:1 დასრულებული პირველი ტაიმის  შემდეგ, მასპინძლებმა  მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა  ვეღარ გაუწიეს და საბოლოოდ  5:2  დამარცხდნენ.

ამ  შეხვედრაში თავის სადებიუტო გოლები გაიტანა ბრაზილიელმა  ბრუნო  მელომ, რომელმაც დუბლი და ერთი საგოლე  გადაცემა  გაიფორმა. მართვეს  რიგებში  კი ორივე  გოლი ოთარ  ბერეჩიკიძის ანგარიშზეა, რომელიც  32 გოლით ბომბარდირთა  დავას ერთპიროვნულად  ლიდერობს.

 ამ  მატჩის  შემდეგ უკვე  საბოლოოდ  გაირკვა  თუ როგორ დაწყვილდებიან  გუნდები ნახევარფინალში: აგორა-კოლხს დაუპირისპირდება , ხოლო სტუ-თელასის  მეტოქე რეგულარული სეზონის გამარჯვებული ტატიშვილი იქნება.

XXI-ე ტურის  დანარჩენი შეხვედრები 25 მაისს თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, რაც შეეხება  პლეი-ოფს, სტარტს  1  ივნისს აიღებს.

 

  © SBM, 2016-2024