აგორამ და თელასმა ქულები გაიყვეს!

ყველა სიახლე
18 მაისი 2018


საქართველოს ფუტსალის  ლიგის XX ტურის ბოლო შეხვედრა  აგორასა და  თელასს  შორის  საყაიმო ანგარიშით 2:2  დასრულდა.

დაძაბული  და  სანახაობრივი  მატჩი  თელასის   უპირატესობით  მიმდინარეობდა, შეხვედრაში ანგარიში   ზურაბ ლუკავამ  გახსნა, რომელმაც  „ენერგეტიკოსების“  რიგებში   სადებიუტო მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა. „ჩემპიონები“  მეორე  ტაიმის სტარტზე  ნუკრი  ჭუმბურიძემ  დააწინაურა 2:0.

"ფინანსისტებმა" შეხვედრაში  გარდატეხა  მხოლოდ  მატჩის  მიწურულს შეიტანეს. 39-ე  წუთზე  დავით  ბობოხიძის  დარტყმული აღმოჩნდა  ზუსტი. ერთ წუთში  კი  იმავე ბობოხიძის მეტოქის კარისკენ გაგზავნილი ბურთი „ენერგეტიკოსების“ მეკარემ ჩაჭრა საკუთარ კარში.

ნახევარფინალური  წყვილები, საბოლოოდ, დასკვნითი ტურის, პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რომელიც  21  მაისს  ქუთაისში  გაიმართება  და მართვე  აგორას  უმასპინძლებს. 

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

 ზურაბ  ლუკავა, თელასი: „ძალიან  დაძაბული  და  სანახაობრივი შეხვედრა  გამოვიდა,  გუნდები  თითოეული  სანტიმეტრისთვის  ვიბრძოდით.  მიხარია  რომ   ფუტსალის  ლიგის  წლევანდელ  სეზონში  სადებიუტო  მატჩი ჩავატარე  და   გოლის  გატანაც  მოვახერხე.  აგორა  ძლიერი  გუნდია  და  წარმატებები  მინდა  ვუსურვო.

დავით  ბობოხიძე, აგორა: „დღევანდელ  შეხვედრაში  ფრე  ჩვენი  გუნდისთვის  სასურველი შედეგი იყო, პირველივე წუთებიდან გოლის გატანას  ვცდილობდით, მაგრამ  ვერ შევძელით,  ბოლო  მომენტამდე.  რაც  შეეხება ჩემს  გოლს, ეს  ფეხბურთია, წამიერი  მომენტია, უბრალოდ  დავინახე  სივრცე  დავარტყი  და  გოლი  გავიდა.  ორმაგად  მიხარია, რომ  ეს  გოლი  ამ  შეხვედრაში  გარდამტეხი  აღმოჩნდა.“ 

XX ტურის  სხვა  შეხვედრებში  ტატიშვილმა   ბსუ  7:2 დაამარცხა,  კოლხმა  მართვეს  15:6 მოუგო.  აუტსაიდერთა  მატჩი  თბილისსა და  აფხაზეთს   შორის, თბილისის   გამარჯვებით  5:3 დასრულდა. 

 

 

 

  © SBM, 2016-2024