კოლხმა მეტოქეს იოლად მოუგო!

ყველა სიახლე
18 მაისი 2018


საქართვლოს ფუტსალის  ლიგის XX ტურის შეხვედრაში კოლხი-გულრიფში  ქუთაისის  მართვეს  დაუპირისპირდა  და  მეტოქე  ანგარიშის  დიდი  სხვაობით 15:6 დაამარცხა. შეხვედრის  პირველი ნახევარი თანაბარ  ბრძოლაში  მიმიდნარეობდა, თუმცა მეორე  ტაიმში  კოლხმა  მეტოქე საბოლოოდ  გატეხა. გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან  ხუთი გატანილი  გოლით  ამირან  ცხომარია  გამოირჩა.  მართვეს მოთამაშეებიდან სამი გოლი კაპიტნის- თამაზ გოგსაძის  ანგარიშზეა.

 SBM.GE გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარს.

ილია  რეხვიაშვილი,  კოლხი: „ დიდი ანგარიშით  დავამარცხეთ  მეტოქე. რეგულარული  ჩემპიონატის  დასრულებამდე  სულ  უფრო ნაკლები  დრო რჩება.  ვემზადებით  პლეი-ოფისთვის  და  უმაღლესი  მიზნებისთვის. სურვილი გვაქვს, რომ  ფინალი ვითამაშოთ. მწვრთნელის შეცვლის  შემდეგ  დავლაგდით,  გამოვასწორეთ  და  ვიპოვეთ  ჩვენი  თამაში. გვჯერა  მათი და  იმედი  მაქვს  დასახულ მიზანს  მივაღწევთ."

 

  © SBM, 2016-2024