ტატიშვილი რეგულარულ სეზონში საუკეთესოა!

ყველა სიახლე
18 მაისი 2018


საქართველოს ფუტსალის  ლიგის XX ტურმა  სტარტი   თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ტატიშვილისა და  ბსუ-ს  დაპირისპირებით  აიღო.  „მედიკოსებმა“  იოლად  დაამარცხეს მეტოქე  ანგარიშით  7:2  და  რეგულარული  ჩემპიონატის დასრულებამდე  ერთი ტურით  ადრე  სატურნირო ცხრილში პირველობა ოფიციალურად გაინაღდეს..

გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან   სამი  გატანილი  გოლით   გიორგი  თოთლაძე  გაოირჩა. 

 Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარს.

  ალექსანდრე ძაბირაძე,ტატიშვილის  მწვრთნელი: „რეგულარული ჩემპიონატი რთული  გამოვიდა, ოთხი-ხუთი  გუნდი ერთი  დონის  იყო.  ჩვენთვის სასიხარულოა, რომ   ჩემპიონატი  პირველ ადგილზე დავამთავრეთ. მთავარი  ჯერ  კიდევ  წინ არის. მოვემზადებით  პლეი-ოფისთვის, ვეცდებით დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

 დღის  სხვა  შეხვედრებში   კოლხი  მართვეს  ხვდება,  თბილისი  აფხაზეთს  დაუპირისპირდება,  ტურის  ცენტრალურ  შეხვედრაში  კი  აგორა- თელასს   გაეჯიბრება.  მატჩის   ხილვა გულშემატკივარს   სილკ უნივერსალის  პირდაპირ  ეთერში  შეეძლება.    

 

  © SBM, 2016-2024