თელასის რევანში- "ენერგეტიკოსებმა" მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს!
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის XIX ტური თელასისა და კოლხის დაპირისპირებით დასრულდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ენერგეტიკოსებმა“ 3:0 სძლიეს მეტოქეს.
დაძაბული და სანახაობრივი შეხვერის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიში თელასის მოთამაშემ არჩილ ბოკერიამ გახსნა, მალევე სხვაობა ნუკრი ჭუმბურიძემ გაზარდა ხოლო შეხვედრაში საბოლოო წერთილი შოთა თოფურიამ დასვა. XIX ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ტატიშვილი ლიდერობს 46 ქულით კოლხსა და აგორას თანაბარი 41-41 ქულა აქვს, ხოლო "ენერგეტიკოსები" 40 ქულით საპლეიოფო ცხრილის ქვედა საფეხურზე არიან.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ნუკრი ჭუმბურიძე, თელასი: " წინა ორი მატჩი დავმარცხდით კოლხთან და დღევანდელი შეხვედრა რევანში იყო. ნელ-ნელა შევდივართ პლეი-ოფებისთვის ფორმაში. ანგარიშს რაც შეეხება - 3:0 არ ასახავდა თამაშის რეალურ სახეს. ძალიან დაძაბული თამაში იყო. ვეცადეთ მოგვეგო და მოხარულები ვართ აღნიშნული შედეგით. ვეცდებით რომ რეგულარული ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალი ქულებით დავასრულოთ."
გიორგი ჭოხონელიძე, კოლხი: "ვიცოდით რომ რთული მატჩი იქნებოდა, ვემზადებოდით დღვანდელი შეხვედრისთვის, ბევრი რამ დავაკელით, ფორტუნაც არ იყო ჩვენს მხარეს და ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა. თელასი ძლიერი გუნდია. დღევანელ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მეტოქემ უფრო მოინდომა და სასურველ შედეგსაც მიაღწია.
XIX ტურმა სტარტი ქუთაისში მართვესა და ტატიშვილის დაპირისპირებით აიღო (0:9) და თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა. დღის პირველ შეხვედრაში აფხაზეთი და ბსუ-ს დაუზავდა 2:2. ხოლო აგორამ თბილისს მინიმალური ანგარიშის სხვაობით 2:1 სძლია.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.