მართვე - აფხაზეთი: სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება!
ყველა სიახლე11 მაისი 2018
საქართველოს ფუტსალის ლიგის XVIII ტურის მატჩში მართვესა და აფხაზეთს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც აფხაზეთის მენეჯერის გიორგი ჭანტურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მსაჯის სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც აღნიშნული შეხვედრის შეწყვეტა გამოიწვია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიის სადისციპლინო კომიტეტმა 7 მაისს იმსჯელა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
- ფუტსალის კლუბის აფხაზეთის მენეჯერი გიორგი ჭანტურიძე დაისაჯა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით რა პერიოდშიც მას აფხაზეთის თამაშებზე ტრიბუნებზე ყოფნაც ეკრძალება.
- აღნიშნულ შეხვედრაში აფხაზეთს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:5.