ტატიშვილმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა!

ყველა სიახლე
08 მაისი 2018


ქუთაისის  სპორტის სასახლეში   საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XIX ტურმა სტარტი ტატიშვილი მართვეს დაპირისპირებით აიღო.  "მედიკოსებმა"  მასპინძლები 9:0 დაამარცხეს და სატურნირო  ცხრილში პირველობა კიდევ უფრო გაიმყარეს. აღსანიშნავია  რომ ტატიშვილმა გადამწყვეტი უპირატესობა  შეხვედრის  მეორე  ნახევარში მოიპოვა. 

გამარჯვებული გუნდის რიგებიდან  სამი გოლით   თავი გიორგი სილაგავამ  გამოიჩინა.  

XIX ტური თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში 11 მაისს  განახლდება, სადაც   ბსუ აფხაზეთს  დაუპირისპირდება,  აგორა  თბილისს   შეხვდება,  ტურის  ცენტრალურ მატჩში კი თელასი  და  კოლხს გაეჯიბრება,  მატჩის  ხილვა  გულშემატკივარს Silk უნივერსალის ეთერში შეეძლება.  

  © SBM, 2016-2024