ფუტსალის ლიგის "ელ კლასიკო" ტატიშვილის გამარჯვებით დასრულდა!

ყველა სიახლე
04 მაისი 2018


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XVIII ტურის  ცენტრალურ  შეხვედრაში  ერთმანეთს  პრინციპული  მეტოქეები  ტატიშვილი და  თელასი  დაუპირისპირდნენ. შეხვედრა   საქართველოს  ვიცე-ჩემპიონის, ტატიშვილის  გამარჯვებით ანგარიშით  2:1 დასრულდა.   გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან  ორივე  გოლი მალხაზ  მურცხვალაძემ  გაიტანა,  ხოლო   „ენერგეტიკოსებიდან“ ერთადერთი  გატანილი  გოლი  მოთამაშე- მწვრთნელის  ავთანდილ  ასათიანის ანგარიშზეა.  ამ  მოგებით  „მედიკოსებმა“ სატურნირო  ცხრილში  პირველობა  გაიმყარეს.

Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის   შემდგომ  კომენტარებს

 ავთანდილ  ასათიანი,  სტუ-თელასი: „ტატიშვილი  ძალიან  კარგი  გუნდია,  კარგი  თამაში  გამოვიდა, თუმცა  საპლეიოფო  ზონაში  ყველაფერი  გარკვეულია,  გუნდები  ძალებს  ვზოგავთ,  ეს  არ  ნიშნავს  რომ  მოედანზე  მოსაგებად  არ  გავდივართ. ყველაფერი  პლეი-ოფში  გადაწყდება.“

ალექსანდრე  ძაბირაძე,  ტატიშვილი: „თელასი  ძალიან  ძლიერი  გუნდია  დღეს  მე  ყველა  ფეხბურთელს  ვთხოვე ბოლომდე  დახარჯულიყვნენ.  ჩემი აზრით  ეს  არის  რეპეტიციები  პლეი-ოფების  წინ.  ოთხთა შორის   სულ  მალე  თითქმის  „ახალი  ჩემპიონატი“ დაიწყება   და  ჩვენ  ამისთვის   მოვემზადებით.“

XVIII ტურმა  სტარტი  თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში თბილისი-ბსუ-ს  დაპირისპირებით  აიღო.  მატჩი  „სტუდენტების  გამარჯვებით  5:4  დასრულდა.   აფხაზეთსა და  მართვეს  შორის  შეხვედრა   ჩაიშალა.  ხოლო კოლხი აგორას  დაპირისპირება   ამ  წუთებში  მიმდინარეობს,   შეხვედრის   ხილვა  გულშემატკივარს    სილკ  უნივერსალის  პირდაპირ  ეთერში შეუძლია.

  © SBM, 2016-2024