აუტსაიდერთა დაპირისპირება ბსუ-მ მოიგო!

ყველა სიახლე
04 მაისი 2018


საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XVIII ტურმა  სტარტი  თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში აიღო.  დღის  პირველ  შეხვედრაში  ერთმანეთს თბილისი და  ბსუ შეხვდენენ.  საპლეიოფო  ზონის  გარეთ  დარჩენილი  გუნდების  დაპირისპირება ბსუს გამარჯვებით  5:4 დასრულდა. 

 გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან დუბლით ნიკა ზაქარიაძე და მიხეილ  დოლიძე  გამოირჩნენ, ხოლო  თბილისის  მოთამაშეებიდან  ორი  გოლი  აქტივში ბექა  სამყურაშვილმა  ჩაიწერა.

ტურის  მორიგ შეხვედრაში  აფხაზეთი  მართვეს  დაუპირისპირდება.   ხოლო  ორი ცენტარული  მატჩის  პირდაპირი რეპორტაჟი  სილკ  უნივერსალის  პირდაპირ  ეთერში  გადაიცემა.   19:00 სთ  ტატიშვილი- თელასს  დაუპირისპირდება,  ხოლო 21:00  კოლხი აგორასთან  მოსინჯავს  ძალებს. 

 Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის   შემდგომ  კომენტარს.

ბაჩანა აბაშიძე, ბსუ: „დღევანდელ  შეხვედრაში  ძალიან  გვინდოდა  მოგვეგო, ტრავმირებული გვყავს  დღევანდელი  გუნდი და იმედია  მალე  დაგვიბრუნდებიან.

გუნდი  ყველა   თამაშს   გასვლაზე  თამაშობს  და ეს ძალიან   რთულია ჩვენთვის. ვეცდებით  რომ  ღირსეულად  დავასრულოთ  ჩემპიონატი.  რაც  შეეხება  წინა  ტურში  მართვესთან  განცდილ  მარცხს,   მოგეხსენებათ პლეი-ოფს  გარეთ   ვართ,  ბიჭებს  არ  აქვს  საკმარისი  მოტივაცია  და   ქუთაისიც  საკუთარ მოედანზე  ყოველთვის   ძლიერად  თამაშობს.“

 

 

  © SBM, 2016-2024