XVII ტური "საყაიმო თრილერით" დასრულდა!

ყველა სიახლე
27 აპრილი 2018


ფუტსალის  ლიგის XVII ტური მიმდინარე  გათამაშების  კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრით  დასრულდა. ერთმანეთს  სატურნირო  ცხრილის  პირველ-მეორე ადგილზე  მყოფი  ტატიშვილი და  აგორა  დაუპირისპირდნენ. 

დაძაბული და  სანახაობრივი  დუელი ფრედ  2:2  დასრულდა. ანგარიში  აგორამ  პირველი ტაიმის  დასრულებამდე  14  წამით  ადრე  გახსნა.  ბრაზილიელი  ბრუნო  მელოს   ბრწყინვალე  პასის  შემდეგ  არანაკალებ  ეფექტური  გოლის  გატანა  ლაშა  სიგუნავამ  მოახერხა. 

„ ფინანსისტებს“  შეხვედრაში  წინ  გასვლა  24-ე წუთზე  შეეძლოთ, თუმცა  ლევან  კობაიძემ  6  მეტრიანი  ნიშნულიდან  თორნიკე  ბუკიას  ვერ  აჯობა. დაახლოებით  რვა  წუთში   აგორას  რვა  ნომერმა  მაინც  მოახერხა  გოლის  გატანა  და  მან  ირანელი  მეკარის  ალი  ასლანის შედეგიანი  გადაცემის  შემდეგ  შეძლო  თავის   გამოჩენა.

ამ  ყველაფერმა  "მედიკოსები" არ  გატეხა და  ზუსტად  16 წამში, ვახტანგ  ჯვარაშვილმა,სხვაობა  მინიმუმადე  შეამცირა. 37-ე  წუთზე  გიორგი  სილაგავამ   საბოლოო ანგარიში  დააფიქსირა. 

აღსანიშნავია, რომ  ლაშა  სიგუნავას  დუბლის  შესრულებაც  შეეძლო, თუმცა   მატჩის  დასრულებამდე   29 წამით  ადრე   მან  10  მეტრიანი  საჯარიმო  დარტყმა  ვერ  გამოიყენა.    

sbm.ge  გთავაზობთ   მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

დავით  ბობოხიძე, აგორა: „სატურნირო  ცხრილიდან  გამომდინარე  დღეს  მოგებას  ვგეგმავდით  მოწინააღმდეგე ორი ქულით  გვასწრებდა  და  მოგება  გვჭირდებოდა, თამაში   ჩვენს  სასაიკეთოდ  მიდიოდა, თუმცა შემოგვიტრიალეს  შეხვედრა მეორე  ნახევრის  დასწყისში,  ბოლოს  უკვე  ნერვების  თამაში  იყო,  6  მეტრიანი  და  10  მეტრიანი დარტყმები  ვერ  გამოვიყენეთ. რაც  შეეხება  ჩვენს  გუნდში  ბრაზილიელი ლეგიონერის  ბრუნო  მელოს  თამაშს სამი ვარჯიშია  შემოგვიერთდა, მნიშვნელოვანი შენაძენია არ გაუჭირდა  ადაპტირება. მოწინააღმდეგეს  წარმატებას  ვუსურვებთ.“

გიორგი  სილაგავა, ტატიშვილი: „ პირველ  რიგში  მინდა  გულშემატკივარს  გადავუხადო  მადლობა, ორმაგი  ემოცია  და  ძალაა, როდესაც ამდენი  გულშემატკივარი  ესწრება  თამაშს. ვიცოდით  რომ დაძაბული  მატჩი იქნებოდა.   ჩვენი  გუნდისთვის  ფრეც  მისაღები შედეგი  იყო  და  სწორედ  ამაში იყო  ჩვენი უპირატესობა. წაგებული  პირველი  ტაიმის  შემდეგ   შევძელით მობილიზება. ვფიქრობ, რომ   გუნდის მონდომება იმსახურებდა  ერთ ქულას.  ფრე  ლოგიკური  შედეგი  იყო.   

 

  © SBM, 2016-2024