კოლხმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა!

ყველა სიახლე
27 აპრილი 2018


 საქართველოს  ფუტსალის  ლიგის  2017/18 წწ.  სეზონის XVII ტური, რომელმაც  სტარტი   ქუთაისში  მართვესა და  ბსუ-ს   დაპირისპირებით  აიღო,  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  გაგრძელდა.

სათამაშო  დღის  მორიგ  შეხვედრაში  კოლხმა  თბილისი 5:2  დაამარცხა. გამარჯვებული  გუნდის რიგებიდან  ორ-ორი  გატანილი  გოლით   აბდულ  სარანი  და  გოგლა  ჭოხონელიძე  გამოირჩნენ.

დღის  პირველ  შეხვედრაში თელასი  აფხაზეთს   დაუპირისპირდა, მატჩი  „ენერგეტიკოსების“  გამარჯვებით   4:3   დასრულდა.  ტურის  პირველ შეხვედრაში  ქუთაისის   „მართვემ“    ბსუ  11:6 დაამარცხა.     

sbm.ge გთავაზობთ   მატჩის  შემდგომ  კომენტარს

დიმიტრი ანდღულაძე,  კოლხი: „ ანგარიშიდან  გამომდინარე  უპირატესობას  ვფლობდით. არ  იყო  დაძაბული თამაში  და  ვაკონტროლებდით  სიტუაციას.“ ვემზადებით  უკვე  პლეი-ოფებისთვის,  ახალი  მწვრთვნელი  გვყავს  და  ჩვენთვის  ყველა  თამაში  არის,  მოსამზადებელი  ეტაპი.   გადამწყვეტი  მნიშვნელობა  არ  აქვს რეგულარულ  ჩემპიონატს  რომელ  ადგილას  დავასრულებთ,  მაგრამ  პრესტიჟია."

 

  © SBM, 2016-2024