ტატიშვილმა კოლხი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
20 აპრილი 2018


 თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ფუტსალის  ლიგის XVI ტური,  მიმიდნარე  გათამაშების,  ერთ-ერთი ყველაზე  გამორჩეული შეხვედრით  დასრულდა.  ტატიშვილისა  და  კოლხის  საოცრად  დაძაბულ და  დრამატულ დაპირისპირებაში "მედიკოსებმა"  4:2  დაამარცხეს  მეტოქე, რითიც  სატურნირო  ცხრილში  პირველობა  კიდევ  უფრო  გაიმყარეს. 

სანახაობრივ  ფეხბურთთან  ერთად  შეხვედრაში  ემოციური  ფონიც  ჭარბობდა, რაზეც  მსაჯების  მიერ   ნაჩვენები  ორი  ყვითელი  და  სამი წითელი ბარათიც  მოწმობს. მატჩში ანგარიში  ტატიშვილის   ლიტველმა  ლეგიონერმა  ჟუსტინას  ზაგურსკასმა გახსნა, რომელმაც   საქართველოს  ფუტსალის  ლიგაში  პირველი  შეხვედრა  ჩაატარა.

მედიკოსთა რიგებიდან  ასევე ვახტანგ  კეკელია,  გიორგი  ქურდაძე და  გიორგი  სილაგავა გამოირჩნენ, კოლხის მოთამაშეებიდან  კი საპასუხო  გოლი  დიმიტრი  ანდღულაძისა  და  გოგლა  ჭოხონელიძის  ანგარიშზეა.

Sbm.ge  გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს

  ამირან  ცხომარია,  კოლხი:„ისეთი თამაში  იყო  როგორიც  ტურის  ცენტრალურ  მატჩს  შეეფერებოდა, პირველ-მეორე  ადგილოსნები  ვეთამაშებოდით  ერთმანეთს  და  ვფიქრობ  გულშემატკივარმა  ძალიან საინტერესო მატჩი იხილა.  მარცხის  მიზეზად  შეიძლება  ახალ  მწვრთნენილს  ფაქტორი  ჩაითვალოს, ახალი  დაწყებული გვაქვს  მუშაობა   და ვფიქრობ  მაქსიმუმი  შევასრულეთ  მისი  დავალებების, მაგრამ  ტატიშვილი საკმაოდ  ძლიერი  გუნდია,რომელსაც ახალი  ლეგიონერი  ჰყავს, დაუბრუნდნენ  ტრამვირებული  ფეხბურთელებიც. რაც სეეხება სათამაშო მომენტებს- წითელი  ბარათის  პირველი  ეპიზოდი  როდესაც  ჩვენი გუნდელი  ბაბაკი   გაძევეს  მოედნიდან  ვერ დავინახე, არ  ვიცი  რა  მოხდა.  რაც შეეხება   მეორე   წითელს  დარჩია სანამ  შეხლა-შემოხლა  იქნებოდა  მანამდედაც  გასაგდები  იყო, რადგან  უხეშად  ითამაშა.  მსაჯებზე  არაფერს  ვიტყვი,   უბრალოდ  შეეძლოთ ბაბაკის  შემთხვევაში  დავენდეთ და მოედნიდან არ გაეძევებინათ.“

ვახტანგ ჯვარაშვილი,  ტატიშვილი: „ ძალიან  დაძაბული  გამოვიდა  ეს  თამაში,  როგორც  გოლების  მხრივ, ასევე დაძაბულობის  მხრივ და წითელი  ბარათების  მხრივ.  რაც   შეეხება  ჩემს  კონკრეტულ  მომენტს  იყო  სათამაშო ეპიზოდი, დავასწარი  ბურთზე და  გამოვხატე  ემოციით.  ეს  არ  იყო  კონკრეტულად  მის  მიმართ  მიმართული. ეს  იყო  უბრალო ემოცია, რომელიც  თამაშს  თან  ახლავს. ჩვეულებრივი  სათამაშო  ეპიზოდი  იყო,  სადაც  მსაჯმა  გადაწყვიტა  წითელი  ბარათი  ეჩვენებინა  მისთვის. ასევე  მინდა  მივულოცო   ჩვენს  ახალ  ლეგიონერს  შედეგიანი დებიუტი და  იმედია   რომ  დაგვეხმარება."   

 16  ტურის შემდეგ  ტატიშვილი 39 ქულით  სატურნირო  ცხრილს  ლიდერობს  და  უახლოეს  მდევარ  აგორას   2  ქულით უსწრებს. 35  ქულა  აქვს  მესამე  ადგილას მყოფ კოლხს,  ხოლო  სტუ-თელასი 34  ქულით  მეოთხე  ადგილზე  იმყოფება. XVII ტურის  შეხვედრები  24 და  27 აპრილს   ქუთაისსა  და  თბილისში  გაიმართება.

 

 

  © SBM, 2016-2024