თბილისი ქუთაისში დამარცხდა!
ყველა სიახლე17 აპრილი 2018
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/2018წწ სეზონის XVI ტურმა სტარტი ქუთაისის სპორტის სასახლეში აიღო. ერთმანეთს ადგილობრივი მართვე და თბილისის თბილისი დაუპირისპირდა, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 7:5 დასრულდა.
გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ყველაზე შედეგიანი ოთარ ბერეჩიკიძე იყო, რომელიც საკუთარ გუნდს ოთხი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაეხმარა. თბილისელებიდან კი სამი გოლი და ერთი ასისტი ლაშა ჯოხაძის ანგარიშზეა.
ტურის დარჩენილი შეხვედრები თბილისში, 20 აპრილს გაიმართება.